Tuesday, April 7, 2015

მეცხრე დღე

                                                          მეცხრე დღე

        ჩვენი  ტრენინგი  დასრულდა ...   წარმოვადგინეთ  ჩვენი  ნაშრომები  და  შევასწორეთ  შენიშვნები.
        სამუშაო  დღე  იყო  ძალიან  პოზიტიური  და  საიტერესო, ჩემთვის   სასიამოვნო  იყო  ჩემი  ნაშრომის  ნახვა  და  ამავე  დროს  გკვირვებული  ვიყავი, თუ  რამდენი  რამე  გამიკეათებია  კომპიუტერში.
         გამომვლილი  გზა ძალიან  შრომატევადი, საკმაოდ  რთული,  მაგრამ საინტერესო.
          ღაც  მთავარია,  მე  ამას  ყველაფერს  ვერ  შევძლებდი, რომ  არა  ბატონი  გიორგი.
    ამ  ცხრა  გაკვეთილის  მანძილზე  არცერთი  უპასუხო  კითხვა,  არცერთი  აუხსნელი  მასალა ...  და  ეს  ყველაფერი  ღიმილით,  სითბოთი  და  კეთილგანწყობით.
         უღრმესი  მადლობა  ამისთვის!  გისურვებთ  წარმატებას,  წინსვლას,  ნაყოფიერ შრომას!
         გილოცავთ  ხარების  დღესასწაულს!
          ღმერთი  გფარავდეთ!

Sunday, April 5, 2015

დღე მერვე



                                                       მერვე  დღე


   ეს  დღე  საკმაოდ  შრომატევადი  იყო  ინფორმაციისა  და  პრაქტიკის  თვალსაზრისით.
,ის  დაიწყო   საშიაო  დავალებისშეფასებით  და  შემდეგ  გადავედით  ახალი  მასალის   გაცნობამზე.  
   ვისწავლეთ  გუგლის  ფორმები,შეფასების  ისტრუმენტები, რომლებიც  საშუალებას  მოგვცემს  უფრო  ეფექტურად  ვაწარმოოდ  გამოკითხვა  ტესტების,  კითხვების  მეშვეობით,  ვისწავლეთ  სხვადასხვა  ტესტების  შექმნა.
   შევისწავლეთ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკის  შექმნა  '' ექსელში''  და  მისი  გამოთვლა,  რაშიც  ნაკლებათ  გავერკვიე.  გავიგე  რას  ნიშნავს  ტერმინი  ''კოლაბორაციული  შეფასების  რუბრიკა / არ  ვიცოდი /.
   ჩემთვის  იყო  ცოტათი  რთული  დღე,გარკვეული  დროის  გამავლობაში  '' მიღალატა"  კომპიუტერმა  და  რაღაცეებში  ბოლომდე  ვერ  გავერკვიე.
    რაც  გავიგე  ეს  არის  დავალება:
     1. ვნახოთ  ვიდეო - გაკვეთილი;
     2.გავეცნოთ  მეშვიდე  და  მერვე  მოდულებს;
     3.გადავხედოთ  პორთფოლიოს,  საქაღალდეს  და  შევიტანოთ  მასალა;
     4. შევქმნად  კითხვები  მოსწავლეებისათვის;
     5. დავასრულოთ  პროექტის გეგმა.
   
     

Friday, April 3, 2015

დღე მეშვიდე

                                                                   

                                                                 დღე  მეშვიდე

        მეშვიდე  დღე, როგორც  ყველა  წინა  მეცადინეობა,  დავიწყეთ  საშინაო  დავალებების  წარდგენით.  მოუსმინეთ  რამოდენიმე  კოლეგის  გაკვეთილის  პრეზენტაციას.  გიორგიმ  შეაფასა,  მოუწონა  და  მისცა  უმნიშვნელო  შენიშვნები.
  შემდეგ  შევედით  " დრაივ "- ში  და  გავიხსენეთ  განვლილი  მასალა.  ვისწავლეთ  გვერდის  შექმნა.
         მივიღეთ  დავალება: განვიხილოდ  მეხუთე  მოდულის  მეორე  აქტივობის  მეორე  ნაბიჯი, შევიდეთ  შეფასების  სტრატეგიებში  და  გავეცნოთ;
1 .მოსწავლეთა  წინარე  ცოდნისა  და  საჭიროებების  შეფასების  სტრატეგიები;
2. წახალისების,  თვითრეგულირებადი  სწავლისა  და  თანამშრომლობის  უნარის  შესაფასებელი  სტრატეგიები;
3. პროგრესის  მონიტორინგის  სტრატეგიები;
4. სტრატეგიები  გაგების  შემოწმებისა  და  მეტაშემეცნების  წახალისებისათვის;
5. გაგებისა  და  უნარების  დემონსტრირების  სტრატეგიები.
         გაქვეთილი  საკმაოდ  საინტერესოდ  წარიმართა.
          მადლობა  სწავლისთვის!

Tuesday, March 31, 2015

მეექვსე დღე




                                                               დღე  მეექვსე


            დღევანდელი  დღე  საკმაოდ  საინტერესოდ  წარიმართა. თავიდან  განვიხილეთ  საშინაო  დავალების  შესრულება,  კერძოთ  მასწავლებელთა  მიერ  მომზადებული  პრეზენტაციები. მოვისმინეთ  ტრენერის  შენიშვნები, რაც გასათვალისწინებელია  მომავალში,რათა  გავიდეთ  კარგ  შედეგზე.
             ვისწავლეთ გეგმის  შემუშავება,რომელიც  უნდა  მივაწოდოთ  მოსწავლეებს  პროექტის  დაწყებამდე, შევქმენით  "ჩეკლისტი" - მახასიათებლების  ჩამონათვალი.   მის  შექმნისას  უნდა  გავითვალისწინოთ:  თუ  "ჩეკლისთს  ვქმნით დაბალი  კლასებისთვის, ის  უნდა  იყოს  პირველ  პირში,ხოლო  თუ  მაღალი  კლასებისთვის, მაშინ  მესამე  პირში.
             გავეცანით  და  ვისწავლეთ  "დრაივ" -ში  მუშაობა,შევქმენით  საქაღალდე  ანუ          პორტფოლიო,შევიტანეთ ჩვენს  მიერ  მომზადებული  მასალა.  აგრეთვე  ვისწავლეთ     მასალის  წაშლა,  ცვლილების  შეტანა  და  ...   რაც  ჩემთვის  "უცხო  ხილი "  იყო.
             მივიღეთ  ახალი  დავალება:  დავწეროთ  მოსწავლის  სავარაუდო  პრეზენტაცია.

Tuesday, March 24, 2015

მეხუთე დღე

 

                                                            დღე  მეხუთე


               ტრენინგის  დაწყებისას განვიხილეთ წინა  ტრენინგის  მასალა და  ბლოგის  ინსტრუმენტები, ვისაუბრეთ  მის  მნიშვნელობაზე.
              განვიხილეთ  დავალებები.  ვნახეთ  ჩვენი  კოლეგების  ბუკლეტები.  იკო  უმნიშვნელო  შეცდომები,  რომლებიც  ადვილად  გამოსასწორებელია.
             ძალიან   მომეწონა  კომენტარების  გაკეთება,რათა  ძალიან  სახალისო  და  საინტერესო  იყო.
              ვისაუბრეთ  3 მოდულის  კავშირებზე, სადაც  საუბარი  იყო  საავტორო  უყფლებებზე. ამ  უფლებებს  გამოვიყენებ  პრეზენტაციის  დროს  ბოლო  გვერძე.
              ვისაუბრეთ  მეორე  მოდულის  მეხუთე  აქტივობაზე,სადაც  იყო  საუბარი  პედაგოგის პრეზენტაციაზე.
                მივიღეთ  დავალებათ  დავასრულოთ  პროექტის  გეგმა  და  შაბლონი,რომელიც  უნდა  გადავაგზავნოთ  ტრენერთან.
                 დღევანდელი  დღე  იყო  მეტათ  სასიამოვნო  და  სახალისო!

პროექტისთვის საჭირო ფოტო მასალა



ვლადიმერ  ვისოცკი


ვისოცკის  მეუღლე

 არმიის  ოფიცერი

გამოჩენილი  რუსი  ბარდი

ვისოცკი  მომღერალი

                                                                 ვისოცკი - კინომსახიობი

Monday, March 23, 2015

დღე მეოთხე



                                                       დღე   მეოთხე


       ვიმუშავეთ  ბლოგის  დიზაინზე,  ვისწავლეთ    რეფლექსიის   წერა,   რათა  ეს   უფრო
დამეხმარება   მომავალში     პროექტის   წერაში.
       გავეცანით  მეორე  მოდულის  მესამე  აქტივობას, სადაც  განხილულია  შეფასების
სტრატეგიები.
       

Sunday, March 22, 2015

დღე მესამე

                                                           


                                                        დღე    მესამე


      მესამე  დღეს  ჩვენ  განვიხილეთ  ბლოგის  ინსტრუმენტები,  განვიხილეთ
საინფორმაციო  ბუკლეტები,რომლებიც  შექმნეს  კოლეგებმა  და  მივი ღეთ  რჩევები
მათი  გაუმჯობესებისთვის  და  შევეცადეთ  21 - ე  საუკუნის  უნარ - ჩვევების  დაკავ-
შირება  პროექტის  გეგმასთან.
ჯგუფური  მუშაობის  დროს  განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო
კითხვები:  ზოგადი, თემატური  და  შინაარსობრივი.

      ზოგადი:                  1.  რა  უნდა  გააკეთოს  ადამიანმა,  რომ  უკვდავყოს  თავისი
                                              სახელი?


      თემატური:              1. ვინ  შეიძლება  ჩაითვალოს  ბარდად?
                                         2. ვის  თვლით  ქართველ  ბარდად?


      შინაარსობრივი:     1. რა  არის  ბიოგრაფია?
                                         2. რა  არის  ავტობიოგრაფია?
                                         3. ვინ  იყო  ვლადიმერ  ვისოცკი?
                                         4. რომელ  საუკუნეში  ცხოვრობდა  და  მოღვაწეობდა  ვლადიმერ
                                             ვისოცკი?

დღე მეორე



                                                         დღე    მეორე


         მეორე  დღეს  ჩვენ  ვიმუშავეთ  ბუკლეტის  შაბლონზე,  მის  დიზაინზე.  განვიხილეთ,  თუ  რას  წარმოადგენს  ჩეკლისტი,   ვისწავლეთ  სურათების  მოძიება  ინტერნეტში   და   ჩასმა  ტექსტურ  რედაქტორში.

Thursday, March 19, 2015

დღე პირველი

                                               


                                                           დღე  პირველი

   მოგესალმებით!   ტრენინგის   პირველ   დღეს  გავეცანით  სამუშაო  რესურსებს,  გავარკვიეთ,  თუ   რა   არის   გეგმის  შაბლონი.   აგრეთვე  შევარჩიეთ  სამუშაო   თემა  პროექტისთვის  და  გავხსენით  ელექტრონული  ფოსტა.