დღე მეექვსე
დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავიდან განვიხილეთ საშინაო დავალების შესრულება, კერძოთ მასწავლებელთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები, რაც გასათვალისწინებელია მომავალში,რათა გავიდეთ კარგ შედეგზე.
ვისწავლეთ გეგმის შემუშავება,რომელიც უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე, შევქმენით "ჩეკლისტი" - მახასიათებლების ჩამონათვალი. მის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ: თუ "ჩეკლისთს ვქმნით დაბალი კლასებისთვის, ის უნდა იყოს პირველ პირში,ხოლო თუ მაღალი კლასებისთვის, მაშინ მესამე პირში.
გავეცანით და ვისწავლეთ "დრაივ" -ში მუშაობა,შევქმენით საქაღალდე ანუ პორტფოლიო,შევიტანეთ ჩვენს მიერ მომზადებული მასალა. აგრეთვე ვისწავლეთ მასალის წაშლა, ცვლილების შეტანა და ... რაც ჩემთვის "უცხო ხილი " იყო.
მივიღეთ ახალი დავალება: დავწეროთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.